თურქეთში სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა - გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე

21 ივნისი 2018, 00:00 11839 ნახვა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ გედიზთან ახლოს მოხდა.

ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საქართველოს სანომრე ნიშნები ჰქონდა, გზიდან გადავარდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მძღოლი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ცხედარი ქალაქ გედიზის პროზექტურაში გადაასვენეს.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში