პრემიერის სამძიმარი

15 ივლისი 2016, 00:00 4061 ნახვა

ნიცაში მომხდარ თავდასხმას საქართველოს პრემეირი გამოეხმაურა. ციტატა: “საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.”-აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში