ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

21 ივნისი 2018, 00:00 1979 ნახვა

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ოჯახების განცალკევების აკრძალვის მიუხედავად, საიმიგრაციო პოლიტიკა „ნულოვანი ტოლერანტობა“ მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო რამდენიმე კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 2 300-მდე ბავშვი, რომლებიც არალეგალმა მიგრანტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს, თავად კი წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდნენ, სპეციალურ ცენტრებში განათავსეს. რის შემდეგაც თეთრი სახლის ლიდერის საიმიგრაციო პოლიტიკა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო პრაქტიკა რიგ პოლიტიკოსებთან ერთად რელიგიურმა ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს.

ამავე კატეგორიაში