საპროტესტო გამოსვლები და მათი მნიშვნელობა – დისკუსია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში 

21 ივნისი 2018, 00:00 1949 ნახვა

ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დღეს ბათუმის დემოკრატიის სკოლაში შეაფასეს. EECMD - ის კურსდამთავრებულებმა, პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკის, შრომითი უფლებებისა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქციების შესახებ ისაუბრეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება. ძირითადი დრო მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარს დაეთმო, რომელიც მონაწილეების შეფასებით ქვეყანაში მოშლილია. 

ამავე კატეგორიაში