ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული 9 ოჯახის ფართებით დასაკმაყოფილებლად აუქციონი მესამედ არ შედგა

22 ივნისი 2018, 00:00 1535 ნახვა

ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული 9 ოჯახის ფართებით დასაკმაყოფილებლად აუქციონი მესამედ არ შედგა. ბათუმის მერის განცხადებით მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას შეასრულებენ და თუ ტერიტორიის აუქციონზე გატანით შედეგები არ დადგება, მაშინ სხვა ხერხს მიმართავენ. ბათუმის მერია ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს აუქციონის წესით ნახევარ მილიონ ლარად ყიდდა.

ინვესტორი ვალდებული იქნებოდა ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი აეშენებინა და დაზარალებულები ფართებით დაეკმაყოფილებინა.

ამავე კატეგორიაში