ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18 ფრანგი პილოტი საკუთარი თვითმფრინავებით დაეშვა

23 ივნისი 2018, 00:00 2200 ნახვა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18 ფრანგი პილოტი საკუთარი თვითმფრინავებით დაეშვა.



ავიატურის ფარგლებში ფრანგული თვითმფრინავები საქართველოს ყველა აეროპორტში დაჯდება. მოყვარულთა კლუბი მსოფლიოში უკვე მსგავსი ტურით 25 წელია მოგზაურობს, ხოლო საქართველო მათ მარშრუტში წელს პირველად მოხვდა.

მოყვარულ ფრანგ პილოტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა აჭარის მთავრობამ მოუწყო.

პილოტები ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერეს, ხოლო 24 ივნისს კი თვითმფრინავები ნატახტარის აეროდრომს გადაუფრენენ.  ფრანგული თვითმფრინავები საქართველოს 29 ივნისს დატოვებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში