მერი ცინცაძე გარდაიცვალა

23 ივნისი 2018, 00:00 3727 ნახვა

87 წლის ასაკში  ცნობილი მეცნიერი მერი ცინცაძე გარდაიცვალა. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესი, ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი იყო.

პროფესორს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ენათმეცნიერების განვითარებაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერი ნაშრომი და მონოგრაფია, არის 5 წიგნის ავტორი. მერი ცინცაძე მკვლევართა შორის პირველი იყო, რომელმაც კლარჯული კილოს შესახებ ისაუბრა.

მერი ცინცაძე  თითქმის 70 წელი კითხულობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში შემდეგ კი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კითხულობდა ლექციებს ქართული სალიტერალურო ენის ისტორიასა და ძველ ქართულზე.  

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მამია ფაღავა იხსენებს, რომ ერთობლივი ექსპედიციების შედეგად დაიწერა საერთო ნაშრომები შავშეთსა და კლარჯეთზე.  გარდაცვალებამდე  ,,სათნოების კიბეზე’’ მუშაობდა რომლის გამოცემაც ვერ მოასწრო.

ამავე კატეგორიაში