დაუსრულებელი მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი

24 ივნისი 2018, 00:00 1846 ნახვა

საპროტესტო აქცია ინვესტორის წინააღმდეგ. ჭავჭავაძის 113 ნომერში ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო თუმცა სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია. მოქალაქეები ბინის მოლოდინში უკვე   10 წელია ქირით ცხოვრობენ.

როგორც ამბობენ საცხოვრებელ კორპუსს რამდენიმე ინვესტორი ყავდა თუმცა ბოლო შენობა კომპანია „დიასს“ უნდა დაესრულებინა. დაზარალებულების თქმით კომპანიის დირექტორთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დირექტორის ნდობით აღჭურვილ პირი ქეთევან მეტრეველი კი ყოველწლიურად აიმედებს,  რომ საცხოვრებელი კორპუსები აშენდება და მალე ჩაბარდებათ.

ქეთევან მეტრეველი აცხადებს, რომ მშენებლობის გაჩერება ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. ჭავჭავაძის 113 ნომერში წლების წინ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელიც დაიწვა. ბინის მესაკუთრეებმა ინვესტორის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მიმდინარე წლის მარტში შეიტანეს თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. ბათუმის მერიაში აცხადებენ,  რომ ეს კერძო დავაა და მათ ჩარევის უფლება არ აქვთ, რადგან ინვესტორმა მოსახლეობასთან შეთანხმება ქალაქის მერიის გარეშე მოახდინა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში