მარადიდის მცხოვრებთა პროტესტი

24 ივნისი 2018, 00:00 2553 ნახვა

მარადიდში მცხოვრებლებმა დღეს ჰიდროელექტრო სადგურში დასაქმებულებს ობიექტზე შესვლის საშუალება არ მისცეს. მესამე დღეა მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. სოფელში მცხოვრებ 17-მდე ოჯახს დატბორვა ემუქრება. როგორც აცხადებენ, წყლის დონის აწევის გამო საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება. ისინი კომპენსაციას ითხოვენ, რათა განსახლება დროულად მოახერხონ.

როგორც ყვებიან, დაპირებისა და ადგილზე მერის მისვლის მიუხედავად პრობლემა არ მოგვარებულა. ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჰესს კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ 4 წელია აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე წყლის დონე მოიმატებს მათი წარმომადგენლები მოსახლეობასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აწარმოებს. სიტუაციას ადგილზე გაეცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკება კომპანიასა და ოჯახებს შორის ინდივიდუალურად მიმდინარეობს და ვადების ფარგლებში შეთანხმებას მიაღწევენ.

ამავე კატეგორიაში