დღეს ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

24 ივნისი 2018, 00:00 2566 ნახვა

ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, ის ზღვაში შევიდა უკან გამოსვლა კი ვერ მოახერხა. 

ერთსაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ინფორმაციას ადასტურებენ. აცხადებენ, რომ ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

ამავე კატეგორიაში