ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ღონისძიებებით აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე გამოფენები და საზეიმო მსვლელობები გაიმართება.
ნავსადგურთან შეკრებილ მეზღვაურებს, მათი ოჯახის წევრებსა და სტუდენტებს პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიულოცავენ.
დღის მთავარი ღონისძიება, ამ წუთებში ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომზე მიმდინარეობს.
დღესვე დაგეგმილია:
12:15 - ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებისთვის სამხრე კამერების გადაცემა. დაჯილდოვების ცერემონია
12:25 - საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩების წარდგენა.
12:30 - გარდაცვლილ მეზღვაურებზე პატივის მიგება ზღვაში გვირგვინის ჩაშვება.
12:40 - მე-4 კურსელთათვის დიპლომების გადაცემა.
12:45 - სტიპენდიანტების გამოვლენა.
12:50 - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემი „კადეტი“-ის გაშვება საერთაშორისო ნაოსნობაში.
ღონისძიებებია დაგეგმილი ევროპის მოედანზეც.
უფროსებთან ერთად, ევროპის მოედანზე გართობას პატარებიც შეძლებენ. სპეციალურად მათთვის რამდენიმე კუთხეა მოწყობილი. მათ შორისაა ქვიშის მოედანი.
''კლასობანას სივრცე'' და ფოტოების გადასაღები სტენდი.
გაიყიდება ადგილზე წარმოებული პროდუქტები და ტკბილეული. #ქართულიკარგია, აწარმოესაქართველოში.
დღეს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა კონცერტი გაიმართება.