ქობულეთის შემოვლითი გზა დღეს გაიხსნება

25 ივნისი 2018, 00:00 2477 ნახვა

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი  14 საათზე დაიწყება. 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი,  მამუკა ბახტაძე,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, აჭარის მთავრობის და  აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები  დაესწრებიან.

შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთვება და  ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.  პროექტი აზიის განვითარების  ბანკმა 209 მილიონ 852 ათას 079  ლარით დააფინანსა.

ამავე კატეგორიაში