ხორცპროდუქტების ფალსიფიცირების 6 ფაქტი

25 ივნისი 2018, 00:00 2146 ნახვა

ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ექვსი ფაქტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიების ინფორმაციით,  ხორცპროდუქტების მწარმოებელი  ერთ-ერთი ინდ. მეწარმე კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა.

პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან თბილისში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი.

ამავე კატეგორიაში