10 სამინისტრო 14-ის ნაცვლად და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი - დროებითმა მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, 3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა.
საქართველოს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. პრემიერმა აჭარაში ყოფნისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობაში დარჩება მხოლოდ 10 სამინისტრო, რა რაოდენობაც მისი თქმით, სრულიად ოპტიმალურია ეფექტური საქმიანობისთვის.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, პრემიერს კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია. თქვა, რომ გაიმართება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია, და ახსნის დეტალურად, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია.
რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თანამდებობას. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ახალი ინსტიტუტის დანერგვას არ იგეგმება, იმუშავებენ მინისტრის მოადგილეები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან შესაბამისი დარგების განვითარებაზე.