საქართველოს მთავრობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ საკითხსაც განიხილავს

26 ივნისი 2018, 00:00 1293 ნახვა

საქართველოს მთავრობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ საკითხსაც განიხილავს. შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი შედის აღნიშნულ სიაში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აანონსებენ, მასში მოხვდნენ, როგორც ენგურის ხიდთან მოკლული გიგა ოთხოზორიას, ისე ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

მთავრობის სხდომაზე სიის დამტკიცების შემდეგ ის უკვე საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. პარლამენტმა მთავრობას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შედგენისა და მასში შემავალი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ რამდენიმე თვის წინ, სპეციალური რეზოლუციით მოუწოდა.

ამავე კატეგორიაში