''საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბლექ-სი არენა-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

26 ივნისი 2018, 00:00 2125 ნახვა

„საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბლექ-სი არენა-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.  დამატებითი მატარებელი 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იმოძრავებს.

27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი დილის 10 საათსა და 30 წუთზე გავა, ხოლო ბათუმიდან 17 საათსა და 10 წუთზე. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი თბილისიდან 14 საათსა და 10 წუთზე გავა და ბლექსიარენასთან მდებარე ბაქანზე 18 საათსა 30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით გაემგზავრება.

ამავე კატეგორიაში