ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ტურისტს დაეჯახა

26 ივნისი 2018, 00:00 3108 ნახვა

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ტურისტს დაეჯახა. 

თვითმხილველების თქმით, მძღოლი ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, გზაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული უცხოელი დამსვენებელი ''მედ ცენტრში'' გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას ფეხი აქვს მოტეხილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში