რას აპროტესტებენ მძღოლები? - რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის საკრებულომ

28 ივნისი 2018, 00:00 1828 ნახვა

ბათუმის მერიამ სატრანსპორტო მოძრაობის სტრატეგიული გეგმა შეადგინა, რომელიც, მათი მტკიცებით,  ქალაქში მიკროავტობუსების ქაოტურ მოძრაობას მოაწესრიგებს. პროექტი 2030 წლამდე განხორციელდება და სამარშუტო ტაქსების ოპტიმიზაციასაც ითვალისწინებს. სტრატეგიული გეგმა მერიამ საკრებულოს წარუდგინა, რომელიც დეპუტატების ნაწილმა  მოიწონა.

დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულო, სტრატეგიას  უყრის კენჭს . 

ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად ქალაქში 400-ზე მეტი სამარშრუტო  ტაქსი მოძრაობს. ოპტიმიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდება. ასევე განისაზღვრება კრიტერიუმები,თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სამარშრუტო ტაქსი, ქალაქში მოძრაობის უფლება რომ მიეცეს.

''ბათუმში ყოველდღიურად 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს. ეს არ შეაფერხებს მგზავრების გადაადგილებას. დღეს ბათუმში 450-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდება და ყველა ვამჩნევთ ქალაქში ამ კუთხით არსებულ პრობლემებს. სამარშრუტო ტაქსები თვითნებურად ვეღარ გააჩერებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მგზავრები თხოვენ გაჩერებას. ახალი რეგულაციები და ახალი სამარშრუტო ხაზები დაიგეგმება და მიკროავტობუსის მძღოლებს სწორედ ამაზე დაქვემდებარება მოუწევთ '' - ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

 

 

ამავე კატეგორიაში