ბათუმის მერიაში მძღოლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

28 ივნისი 2018, 00:00 2012 ნახვა

მერიის წინ გაფიცული მძღოლების ნაწილთან  საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ ქავჟარაძე მივიდა და მძღოლებს მოლაპარაკება შესთავაზა. მისი განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ქალაქში არ იმყოფება, ამიტომ გაფიცულებს ვიცე მერი შეხვდება. შეხვედრაზე ქავჟარაძემ 5 მძღოლი მიიწვია, თუმცა ამ წინადადებას ხმაური და არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა აქციი სმონაწილეებისგან. 

მძღოლების ნაწილი ითხოვდა, რომ შეხვედრა გარეთ შემდგარიყო, ხოლო ნაწილი ამბობდა, რომ უნდა შესულიყვნენ შეხვედრაზე.

საბოლოო ჯამში, 10 მძღოლი შევიდა ვიცე მერტან შესახვედრად. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში