''არ ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში, ვმუშაობთ სრული დატვირთვით'' - ''ბათუმის ავტოტრანსპორტი''

28 ივნისი 2018, 00:00 2407 ნახვა

ბათუმის ''ავტოტრანსპორტში'' აცხადებენ, რომ მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში სრული დატვირთვით მუშაობენ. იმის გამო, რომ მოქალაქეებს გადაადგილების დროს დისკომფორტი არ შეექმნათ, ხაზებზე ავტობუსების რაოდენობა გაიზარდა. 

''შეძლებისდაგვარად ვამატებთ ავტობუსებს, არავითარი საგანგებო და არავითარი ფორსმაჟორი. ერთადერთი არის ჩაქვის მიმართულება, სადაც მეტ ნაკლებად პრობლემებია. როგორც არ უნდა მოვინდომოთ აქ გადაადგილების ინტერვალს კიდევ უფრო მეტად ვერ შევამცირებთ. გზაზე ესტაკადის სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ მხოლოდ ერთი ავტობუსი დავამატეთ. სადაც საჭირო იყო და მოთხოვნა შემოვიდა ხაზებზე ტრანსპორტის რაოდენობა გავზარდეთ. ავტოპარკში გვყავს რეზერვი ავტობუსები და არიან მძღოლებიც, ამიტომ პრობლემა არ შეიქმნება. მძღოლების გამოძახება საჭირო არ გამხდარა'' - აცხადებენ ''ბათუმის ავტოტრანსპორტში''

დღეს დილით ბათუმსა და ხელვაჩაურში, სამარშუტო ტაქსების მძღოლების გაიფიცნენ. ისინი მიკროავტობუსების  რაოდენობის შემცირებას აპროტესტებენ.

დილიდან  ბათუმში მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებული იყო. პრობლემები შეიქმნა ქალაქის სხვადასხვა უბანში. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

ამავე კატეგორიაში