მძღოლების აქციამ მერიიდან მთავრობის სახლთან გადაინაცვალა

28 ივნისი 2018, 00:00 2139 ნახვა

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ქალაქში დილიდან მიკროავტობუსები არ მოძრაობენ. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსს, იგი ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, სრული დატვირთვით მუშაობს.

მძღოლები საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა უნდა განახევრდეს.  ქალაქში 400-მდე ასეთი ტრანსპორტი მუშაობს, მისი რიცხვი 200 მდე უნდა შემცირდეს. ამ წუთებში მერიის წარმომადგენლები მძღოლებთან მოლაპარაკებებს მართავენ. 

განახლებული:

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში