გადაჭარბებული ხმაურის გამო დაჯარიმებას ბათუმის მერია პირველი ივლისიდან იწყებს

28 ივნისი 2018, 00:00 3053 ნახვა

ძილის დარღვევა, აშლილობა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტანჯვა – ამ ყველაფერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით გადაჭარბებული სამშენებლო, სატრანსპორტო, მუსიკისა და ხალხის მიერ გამოწვეული ხმაური იწვევს.

ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი ხმაური მოქალაქეებს აწუხებთ სამსახურებში, ქუჩაში, სახლში, განსაკუთრებით კი ღამის საათებში.  გამოწვევას მსოფლიო ჯარიმებითა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებით წლებია ებრძვის.

პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს საქართველოც. გასულ წელს კონტროლი და დაჯარიმების ფუნქცია ხელისუფლებამ თვითმმართველობებს მიანიჭა.

ბათუმის მერია კონტროლს 1 ივლისიდან დაიწყებს, სწორედ თვის დასაწყისიდან გადასცემს ადგილობრივ მთავრობას საპატრულო პოლიცია ხმაურის საზომ აპარატებს. პარალელურად ფუნქცია რჩება გარემოს დაცვის სამმართველოს, რომელმაც ახლახანს ორი კერძო კომპანია დააჯარიმა.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში