რატომ ჩაქრა მთელ ქალაქში შუქი?

29 ივნისი 2018, 00:00 6593 ნახვა

ბათუმის მოსახლეობას, დაახლოებით ნახევარი საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯიაში'' აცხადებენ, რომ დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. 

უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

ქალაქში გათიშულია შუქნიშნები. 

განახლებული: კომპანი ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, 10:26 წუთის მდგომარეობით, აბონენტთა დიდი ნაწილს შუქის მიწოდება აღუდგა. შეზღუდვებია მხოლოდ ქობულეთში, ჩაქვში და რამდენიმე სოფელში. 

განახლებული: 10:47 საათის მონაცემებით, ''აჭარის ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში ელექტრომომარაგება სრულად აღდგა'' - ''ენერგო-პრო ჯორჯია''. 

ამავე კატეგორიაში