მართვის მოწმობების ასაღებად გამოცდები რთულდება

29 ივნისი 2018, 00:00 1995 ნახვა

მართვის მოწმობების ასაღებად გამოცდები რთულდება. თეორიულ და 6 კონპონეტიან პრაქტიკულ ტესტირებას ქალაქის ფარგლებში ქალაქის პირობებში მოძრაობა ემატება. მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა.

ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ კი, მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება - რეალურ მოძრაობასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, პირველ ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება. შსს-ს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში