,,21-ე საუკუნის ბავშვები’’

30 ივნისი 2018, 00:00 2196 ნახვა

ბათუმი საერთაშორისო ფესტივალის  მასპინძელია.    ,, 21-ე საუკუნის ბავშვები’’- ასე ჰქვია  ფესტივალს, რომელშიც ლატვიის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და საქართველოს 450 ხელოვანი  მონაწილეობს.  ფესტივალს შეურთდა ასევე  30 ანსამბლი და 50 ინდივიდუალური შემსრულებელი.

კონკურსის წესით სპეციალურმა ჟიურიმ საუკეთესოები  გამოავლინა, რომლებიც დღეს დაგეგმილ  გალა-კონცერტში  მიიღებენ მონაწილეობას. გამოვლინდებიან   გრან პრის, პირველი , მეორე და მესამე ადგილების მფლობელები.  ამ წუთებში    ქართველი ხელოვანები  უცხოელი სტუმრებისთვის მასტერკლასებს  ატარებენ, მოგვიანებით ევროპის მოედანზე   აგრარული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა მოეწყობა, დაიდგმება  სპეციალურად   დღევანდელი დღისთვის მომზადებული ფლეშმობიც.

ამავე კატეგორიაში