მასტერკლასი ფესტივალის მონაწილეებისთვის

30 ივნისი 2018, 00:00 1455 ნახვა

ამ წუთებში ევროპის მოედანზე აგრარული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეწარმეები მონაწილეობენ.

ღონისძიება “21-საუკუნის ბავშვები” ფესტივალის ფარგლებში იმართება, რომელიც გუშინ დაიწყო და მას ბათუმი წელს მესამე მასპინძლობს. უკვე ჩატარდა რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ნიჭიერი ქართველი და უცხოელი პიანისტების კონკურსი, საუკეთესო შემსრულებლები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლებიც დღეს 17 საათზე დაგეგმილ ფლეშმობში მიიღებენ მონაწილეობას. 19 საათისთვის კი ფესტივალს გალა კონცერტი დახურავს

ამავე კატეგორიაში