კონგრესის დასკვნითი დღე

30 ივნისი 2018, 00:00 1440 ნახვა

რესპირაციული ასოციაციის მეექვსე საერთაშორისო კონგრესი რამდენიმე წუთში დასრულდება, სწორედ დღეს უნდა აირჩიონ ასოციაციის პრეზიდენტი. სამი დღის განმავლობაში მედიკოსები სასუნთქი გზების დაავადების დიაგნოსტირებას და მკურნალობის ახალ მეთოდოლოგიაზე მსჯელობდნენ.

კონფერენციაში 32 ქვეყნიდან ათას 100 დელეგატი მონაწილეობდა. დღეს დასკვნით სესიაზე არაგადამდებ დაავადებებზე და არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზეც,რომელიც ჯანდაცვის სერვისებს ეხება.

ამავე კატეგორიაში