ჯარიმები გადაჭარბებული ხმაურის გამო

01 ივლისი 2018, 00:00 1795 ნახვა

დღეიდან ბათუმის მერია ხმაურზე კონტროლს იწყებს. საპატრულო პოლიციამ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის საზომი აპარატურა უკვე გადასცა. ამ წუთებში კი მონიტორინგის წევრებს საცხოვრებელ შენობებსა და დასახლებულ ტერიტორიაზე ხმაურის დონის ჰიგიენური შეფასების მეთოდოლოგიაზე ტრენინგი უტარდებათ.

ხმაურთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე ერთი შეტყობინება მელიქიშვილის ქუჩიდან დღეს უკვე დაფიქსირდა. ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს შემდეგ ნომერზე: 598 85 15 20, ან ქალაქის ტელეფონზე: 29 20 05, 29 20 06-ზე დარეკონ. ძილის დარღვევა, აშლილობა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტანჯვა – ამ ყველაფერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით გადაჭარბებული სამშენებლო, სატრანსპორტო, მუსიკისა და ხალხის მიერ გამოწვეული ხმაური იწვევს.

ამავე კატეგორიაში