აჭარის მთავრობის განკარგულება

02 ივლისი 2018, 00:00 2405 ნახვა

დღეიდან 26 ივლისის ჩათვლით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილ საგამოცდო ცენტრში, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის მთავრობის საქმიანობის წესის შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცდების პერიოდში უნდა უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება, მერიას დაევალა ცენტრთან მისასვლელი გზა საჭიროების შემთხვევაში ბარიერებით შემოსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელი გზის მოძრაობის რეგულირება. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს წინასაგამოცდო სარეკლამო ბლოკებისთვის საეთერო დროის გამოყოფა.

დავალება მიეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, მუნიციპალიტეტების მერებს, და ბსუსაც. განკარგულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამოსცა. 

ამავე კატეგორიაში