დაბეგვრის ახალი სისტემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის

02 ივლისი 2018, 00:00 2058 ნახვა

 პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება - ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიფინგი გამართა.

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 ათას ლარამდე, ნაცვლად  მანამდე არსებული 100 ათასი ლარისა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-სა.

ამავე კატეგორიაში