სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია

02 ივლისი 2018, 00:00 2413 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში სკოლებში ბულინგის თემაზე იმსჯელეს. ჩაგვრის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია განათლების სამინისტრომ გამართა.  

უწყებამ მეთოდოლოგია 2-ეტაპიანი კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. კვლევის პირველ ეტაპზე 30 000,  მეორე ეტაპზე კი 35 000 მოსწავლე გამოიკითხა.

​სტრატეგიამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ჩაგვრის შემთხვევები. დაინერგება სავალდებულო პროგრამები, კონკრეტული სერვისები, რომელიც, უსაფრთხოების მნიშვნელობის მიმართულებით ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში, შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. ღონისძიებას სახალხო დამცველის ოფისის, ადამიანის უფლებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში