მჯდომარე აქცია შვილის მკვლელის დაკავებამდე 

02 ივლისი 2018, 00:00 2393 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში იმყოფება და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ''აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელს არ გამოატარებენ, – ამბობს სალარიძე. 

დღეს ის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა, რომელსაც მ.კ-ს დაკავების მოთხოვნაზე ესაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელების დაჭერა არ სურს და სამართალდამცველები გარკვეულ პირებს  ხელს აფარებენ. 

„კომისიის სხდომას ვუყურებდი, შევხედე, რომ კომისიის წევრები წინააღმდეგები არიან რეკომენდაციაზე კალანდიასთან დაკავშირებით. წამოვედი აქ, მაინტერესებდა ესენი რას ფიქრობდნენ. იგივე აზრზე არიან ესენი, არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების დაჭერა და არავის პასუხისმგებლობის დაყენება. ერთი თვეა უკვე გასული რაც განაჩენი გამოვიდა და რაც შსს-მ ვითომ დაიბრუნა გამოძიებაში და არაფერიც არ გაუკეთებია ჯერ. კიდევ ამბობენ, რომ დრო უნდა, დრო უნდა, რისი დრო რა დრო, 7 თვეა უკვე გასული. აქ ვიქნები სანამ არ გამოატარებენ ჩემი შვილის მკვლელს, მ.კ-ს. საგამოძიებო კომისიის ყველა წევრის განცხადება არ მომისმენია. სიმართლე გითხრათ, იმდენად განვიცდი, პირდაპირ აქ წამოვედი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სალარიძე დარწმუნებულია, რომ შედეგს მიაღწევს. ის სამინისტროს ეზოში რჩება და მდუმარე აქციას მართავს. 

 

 

ამავე კატეგორიაში