"ნუ დავტოვებთ მარტოს სისტემის ყრუ რკინის კედელთან" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია იგეგმება

03 ივლისი 2018, 00:00 2143 ნახვა

სოციალურ ქსელში, მომხმარებელი ზურა ნიჟრაძე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლისკენ მოუწოდებს. 

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: 2 ივლისს ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია განაახლა. 

რამდენიმე თვეა ის უშედეგოდ იბრძვის სამართლიანობისთვის. რამდენიმე დღეა საჯაროდ ვისმენთ საქმის გამომძიებელთა არაკეთილსინდისიერ, არაპროფესიულ, ხშირად უსინდისო პასუხებს მის სამართლიან შეკითხვებზე.

ნუ დავტოვებთ მას მარტოს სისტემის ყრუ რკინის კედელთან!

ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს, 16 წლის მოკლული დათუნა სარალიძის მამას, რომელიც უკვე თვეებია სამართალს ეძებს!

მოდით დღეს 3 ივლისს 19:00 სთ-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას ქ. 10 ), ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!". 

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, უკვე მეორე დღეა იმყოფება. იგი ბორდიულზე ზის და ამბობს, რომ მანამდე არ წავა სახლში, ვიდრე მისი შვილის მკვლელს არ დააკავებენ. 16 წლის მოკლული მოზარდის მამამ ღამე სამინისტროს ეზოში გაათია. 

"ახლა, ხომ მაიც ვერ იტვიან პარტიები მართავსო, ვიქნები მანამ მარტო აქ, ვიდრე არ დააკავებენ მკვლელს" - უთხრა მშვილმკვდარმა მამა ჟურნალისტებს. 

ამავე კატეგორიაში