საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება - მესამე სექტორის რეკომენდაციები

03 ივლისი 2018, 00:00 1915 ნახვა

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს მესამე სექტორი საზოგადოებას აცნობს. პრეზენტაცია ამ წუთებში ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობს. “სამართლიანი არჩევნების”, “საიას” და “გამჭირვალობა საქართველოს” მიერ მომზადებული საკანონმდებლო რეკომენდაციების პაკეტი მოიცავს: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, წინასაარჩევნო აგიტაციებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და საარჩევნო დავებს.

აგიტაციის კუთხით არასამთავრობო სექტორს აქვს მოსაზრება, რომ რიგი თანამდებობების  პირებს შეეზღუდოთ პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, კანონი გამკაცრდეს საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ორგანიზებულ დასწრებასთან დაკავშირებითაც, რათა არ მოხდეს  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

სარეკომენდაციო წინადადების პაკეტში, აღნიშნულია რომ ელექტრონული აგიტაციაც ჩაითვალოს დარღვევად, ასევე შენიშვნები აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც.

ამავე კატეგორიაში