ბათუმში საცხოვრებელი სახლი იწვის

03 ივლისი 2018, 00:00 1788 ნახვა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ვახტან გორგასლის ქუჩების კვეთაში ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა გავიდა, მათ შორის ერთი ამწე. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: ალისა ჭურკვეიძე

 

ამავე კატეგორიაში