''შსს-ში გარანტია მივიღე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ზომებს მიიღებენ'' - სარალიძე

03 ივლისი 2018, 00:00 1325 ნახვა

 “შსს-ში გარანტია მივიღე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ზომებს მიიღებენ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი არ ყოფილა შეხვედრაზე.

„ყველა ჩვენება გავიარეთ, რაც საქმეში არის მ.კ.-ს წინააღმდეგ. კვირის ბოლომდე დაველოდები, გამყარებულია მტკიცებულებებით, რომ მ.კ უნდა დააკავონ. შევთანხმდით, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ნაბიჯებს თუ არ გადადგამენ, ისევ აქ ვიქნები, განაცხადა ზაზა სარალიძემ

ამავე კატეგორიაში