საგამოძიებო კომისიაზე არასრულწლოვან მოწმეებს დაკითხავენ

05 ივლისი 2018, 00:00 1459 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციან ჯგუფებში დღეს არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ.

საგამოძიებო კომისიის სამკაციანი შემადგენლობები, პროფესიონალი ფსიქოლოგების მონაწილეობით, იმ არასრულწლოვნებს გამოკითხავენ, რომლებიც დანაშაულისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები არიან.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის განმარტებით, მიღებული ინფორმაცია საქმის მასალებთან ერთად დამუშავდება და შემდგომ საფუძვლად დაედება კომისიის დასკვნას. რაც შეეხება კომისიის გეგმებს, დეპუტატები 51-ე საჯარო სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელებსაც გამოკითხავენ.

ამავე კატეგორიაში