როგორ გამოიყურება სახლები სტიქიის ზონაში

06 ივლისი 2018, 00:00 2187 ნახვა

ჭუბერში მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდდა. მდინარეს კალაპოტი აღარ აქვს. რამდენიმე სოფელთან მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი მიდის. 

 ჭუბერში დაახლოებით 5 კრიტიკული წერტილია. სტიქიის გამო 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი თავს ალტერნატიულ საცხოვრებლებს აფარებენ. 

სტიქიის ზონაში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, დაანგრია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა. ადგილობრივების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

 ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საჭირო პროდუქტებით მომარაგებას ითხოვს.

სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს კალაპოტის გამაგრება, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაობს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.  

სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ, მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ფოტო: რატი დევდარიანი

ამავე კატეგორიაში