ჭუბერში პრემიერის განცხადებას აპროტესტებენ _ ''სტიქია ხეების გაჩეხვას არ გამოუწვევია''

08 ივლისი 2018, 00:00 1618 ნახვა

სოფელ ჭუბერის მოსახლეობა პრემიერ მინისტრის განცხადებას აპროტესტებს, რომელიც ხეობაში სტიქიის გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება.

მამუკა ბახტაძემ, ორი დღის წინ, სვანეთში მომხდარ მოვლენებზე განაცხადა, რომ სტიქია ხეების გაჩეხვამ გამოიწვია.  პრემიერ მინისტრის ამ მოსაზრებას ადგილობრივები არ ეთანხმებიან და ბახტაძისგან განმარტებებს ითხოვენ. მათი თქმით, ბახტაძის განცხადება არასწორი იყო.

‘’არ ვამბობ, რომ ხე-ტყე არ იჩეხება. ხეები იჭრება ლეგალურად და არალეგალურადაც, იქედან გამომდინარე, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ხეობაში, სადაც ეს პროცესი განვითარდა და წყლისა და ქვა-ღორღის დიდი მასა წამოვიდა, ადამიანის შვილს ხეზე  ნაჯახი არ დაურტყამს. მივიდეთ და თქვენი თვალით ნახავთ. იქ ციცაბო კლდეებია. ყველაფერი ხეების გაჩეხვას ბრალდება, ასე არაა. წელს სვანეთი-ზემო სამეგრელოში 34 ათასი კუბური მეტრი მასალის გატანა არის ნებადართული. წარმოიდგინეთ, ამდენი ხე უნდა მოიჭრას, მაგრამ იქ არავინ არ მიდის ამის გასაკეთებლად. სამაგიეროდ ჰესის მშენებლობის გამო,  სამ თვეში გაცილებით მეტი ხე-ტყის გაჩეხვა იგეგმება. ეს რას გამოიწვევს მაშინ? ჩვენ არ ვიზიარებთ პრემიერ მინისტრის აზრს, ვითომ ეს სტიქია ხე-ტყის გაჩეხვამ გამოიწვია. ვიღაცამ ყურში ტყუილი ჩატენა და პრემიერმაც გაიმეორა. ვითხოვთ ეს შეცდომა გამოასწორონ’’-ამბობს სოფელ ჭუბერის მკვიდრი.

ამავე კატეგორიაში