„10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“

08 ივლისი 2018, 00:00 1686 ნახვა

„10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ  ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიურ სესიაზე მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი წარადგინა. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა კი განსახილველი საკითხებიდან მისი ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა.

ასამბლეის დელეგაციათა ხმათა უმრავლესობით საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა.მომზადებული რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საჭიროებას და ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარულის მკვლელობის გამოძიებასა და საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას მოიცავს.

ამავე კატეგორიაში