მერიის რომელი სამსახური გასცემს K2 კოეფიციენტის ნებართვას?

09 ივლისი 2018, 00:00 1822 ნახვა

ქალაქის განაშენიანების გამოსაყენებელი კა-2 კოეფიციენტზე მუშაობა დაწყებულია და ახალი გეგმის შემუშავებისას რამდენიმე სამსახური ჩაერთვება - ამის შესახებ  ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გადაცემა „კვირის მთავარში“ ისაუბრა. ოპოზიციის კითხვები კა2 კოეფიციენტის მინიჭების უფლების მერიაზე გადაცემის  ფაქტმა გამოიწვია.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ ამ უფლებამოსილების მინიჭება საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების ჩართულობით უნდა მოხდეს. ქალაქის მერი კი ირწმუნება, რომ ქალაქის განაშენიანების განახლებისას კა 2 კოეფიციენტს რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი ერთდროულად განსაზღვრავს.

ამავე კატეგორიაში