''შეზღუდვები დაგვიწესეს'' - სატვირთო ავტომობილის მძღოლების აქცია  

09 ივლისი 2018, 00:00 2285 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საერთაშორისო გადაზიდვებს ძირითადად თურქეთში ახორციელებენ, ორი კვირაა კი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადასასვლელად შესაბამისი ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ. 

''შეზღუდვები დაგვიწესეს, სამ დღიანი ნებართვა საქართველოში რომ აიღო, 70 ლარი გამოდის. თურქული მხარე განსხვავებული პრინციპით მუშაობს. მძღოლი საბაჟოზე ტვირთით მიდის და პირდაპირ იქვე ყიდულობს ნებართვას. ღირს 15 ლირა, 7 ლარნახევარი გამოდის'' - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

ძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ აქციებს ხვალ სარფში გამართავენ და ის უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.

აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ პროცესებში საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩართულები არიან.ოფიციალური კომენტარი კი უწყებაში მოგვიანებით გაკეთდება.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში