ბელგია - ბრიუსელი  მსოფლიო  ლიდერების  მოლოდინში

10 ივლისი 2018, 00:00 3200 ნახვა

ბრიუსელში  უახლოეს დღეებში ჩვეულებრივზე  რთული იქნება ქუჩებში გადაადგილება, რაც 11-12 ივლისს ბელგიის დედაქალაქში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა  სამიტის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.  მსოფლიო ლიდერებს ბრიუსელში დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების  ზომები, ხოლო სატრანსპორტო ნაკადის შესასუსტებლად  გადაკეტილია  ქუჩები.

 ეს ბრიუსელის მოსახლეობის ნაწილის  გაღიზიანებას იწვევს, სხვები კი  ამბობენ, რომ მიეჩვივნენ მსგავსს ცვლილებებს, რადგანაც ევროკავშირის დედაქალაქში ხშირად ტარდება უმაღლესი დონის შეხვედრები. ბრიუსელში  საპროტესტო გამოსვლებსაც ელოდებიან სამიტში დონალდ ტრამპის მონაწილეობის გამო.  ნატოს ახალ მილიარდ დოლარიან  შტაბ-ბინაში სამიტს, რომელსაც 29 წევრი სახელმწიფოსა და არაწევრი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის  ფინეთისა და ავღანეთის, მთავრობების 40-ზე მეტი მეთაური დაესწრება.
 

ამავე კატეგორიაში