შსს: დაკავებულებმა ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს

10 ივლისი 2018, 00:00 2838 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში