ყოფილ  სასტუმრო ''ლეოგრანდს'' საქმიანობის  უფლება  შეუჩერდა

10 ივლისი 2018, 00:00 1758 ნახვა

სასტუმრო ,,ველმონდს”, ფუნქციონირების უფლება აღარ აქვს. საუბარია ყოფილ სასტუმრო ლეოგრანდზე. სასამართლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმართა.

სპეციალისტების განმარტებით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა და  უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ირკვევა, რომ სასტუმროს ხელმეორედ გახნის შემდეგ მათ  43 რეკომენდაცია მიეცათ, რომელთა მხოლოდ ნაწილია შესრულებული.  

მაკონტროლებელი უწყების გადაწყვეტილება განთავსების ობიექტის წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განმარტავენ, რომ დრო მათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად წლის ბოლომდე ჰქონდათ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში