კურორტ ''გოდერძზე'' 23 წლის მაშველი დაიღუპა

11 ივლისი 2018, 00:00 2519 ნახვა

ხულოში, კურორტს ''გოდერძზე'' 23 წლის მაშველი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაშავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კვადროციკლი, რომლითაც ისინი ჭანჭახის მთაზე გადაადგილდებოდნენ, გადაბრუნდა. 

გარდაცვლილიცა და დაშავებულიც ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან და ისინი კურორტზე მუშაობდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხულოს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში არ მიუყვანიათ. 

''მთის კურორტები'' თანამშრომლები მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მომხდარის დეტალებს აზუსტებს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში