სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარია

11 ივლისი 2018, 00:00 1527 ნახვა

ხანძარია სვანეთში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 120 მეხანძრე-მაშველია მონაწილეობს.

საჭიროების შემთხვევაში პროცესებში ვერტმფრენის ჩართვაც მოხდება. 

ამავე კატეგორიაში