სანდასუფთავების ავტომობილი საბურავების მაღაზიას შეეჯახა

11 ივლისი 2018, 00:00 2033 ნახვა

შპს ''სანდასუფთავების'' ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საბურავების მაღაზიას შეეჯახა. შემთხვევა აეროპორტის გზაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მძღოლი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა.

სავარაუდოდ, ავტომობილის მართვის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა. 

''სანდასუფთავების'' სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მათი თქმით, მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იყო.

''მძღოლი ავტომობილით ნაგავსაყრელიდან უკან ბრუნდებოდა. როგორც გვიყვება ამ დროს შეუძლოდ გახდა, თვალები დაებინდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მთავარია მსხვერპლი არ არის. კერძო საკუთრებისთვის მიყენებულ ზარალს ავანაზღაურებთ" - განაცხადა ზურაბ გელაძემ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში