ჭუბერში სამხედრო ხიდის მშენებლობა დასრულდა

12 ივლისი 2018, 00:00 1704 ნახვა

ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ სამშენებლო ტექნიკა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე გადადის და ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს.

ხიდის არ არსებობის გამო გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა. ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებული იყო.

ამავე კატეგორიაში