სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეში სამოხელეო დანაშაულზე საუბრობს

12 ივლისი 2018, 00:00 1649 ნახვა

,,სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება” - ეს  განცხადება  სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფომ, აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯები გადადგას საიმისოდ, რომ გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს ყველა ის პირი, რომელთა მიზანმიმართულმა და შეთანხმებულმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებებმა საბოლოოდ გამოიწვია სიცოცხლის უფლების დარღვევა.

ამავე კატეგორიაში